,,ნატო გაფართოებას განაგრძობს და მონტენეგროს შემდეგ საქართველოს ჯერია”

ესტონეთის ელჩი თვლის, რომ საქართველოსთვის შენგენის ზონა, შესაძლოა, ზაფხულიდან გაიხსნას და “სადღეისოდ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, რომ ნატოსთან ურთიერთობა განავითაროს და ინტეგრაციული პროცესები გააღრმავოს.

პრიიტ ტურკი ამბობს, რომ “საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობა ეს არის მეგობრობა და მხარდაჭერა და ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას  ევროინტეგრაციის გზაზე.

მისივე თქმით, „სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,  მაგრამ ძალაში რჩება ალიანსის გადაწყვეტილება, რომ  ქვეყანა გახდეს წევრი,  როგორც კი შესაბამისი დრო დადგება.

სადღეისოდ საქართველოს აქვს ყველა  პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისა, რომ  ნატოსთან ურთიერთობა განავითაროს და  ინტეგრაციული პროცესები გააღრმაოს. ხოლო რაც შეეხება, მაპს, ყველაფერი დამოკიდებულია წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე და თუ ნატო მოინდომებს, რომ  საქართველო  მაპის გარეშე გახდეს წევრი, ეს ასეც იქნება” – დასძენს ესტონეთის ელჩი საქართველოში.

 

გაზეთი ,,რეზონანსი”

მსგავსი სიახლეები
536 ნახვა