კანადა ,,ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ დაბომბვებს წყვეტს

კანადა, 6 თვითმფრინავს, რომელიც ერაყსა და სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტებზე იერიშებს ახორციელებს, უკან დააბრუნებს, – აღნიშნულის შესახებ, კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, – წერს Reuters-ი.

ლიბერალურმა პარტიამ, რომლის მეთაურიც ტრიუდოა და რომელმაც 2015 წლის არჩევნებში გაიმარჯა, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტის შსახებ განცხადება გააკეთა. დაბომბვებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება კი, 2015 წლის აპრილში, ყოფილი ხელისუფლების კონსერვატორებმა მიიღეს.

“ერს, რომელსაც ყოველდღიურად ატერორებენ, ჩვენი შურსძიება კი არა, ჩვენი დახმარება სჭირდება”, – განაცხადა ტრიუდომ.

კანადა, ავიადარტყმებს 22 თებერვალს დაასრულებს და რეგიონში ორ სადაზვერვო თვითმფრინავს, ხოლო ერაყში, მეომრების მოსამზადებლად, 200 ინსტრუქტორს დატოვებს.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
132 ნახვა