აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი სამხედროების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ბლოგზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. “რამდენჯერაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სახელმწიფოებს, შეეტანათ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველომ თხოვნას უპასუხა. იქნება ეს ერაყი თუ ავღანეთი, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა სახელმწიფომ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა”, – წერს სტატიის ავტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკოსი რენი სილვა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო ავღანეთში აშშ-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. რენი სილვა ხაზს უსვამს, რომ ავღანეთში მსაუხრობისას დაიღუპა 31 ქართველი სამხედრო, 282 კი საბრძოლო მოქმედებებში დაშავდა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალები მსოფლიოს სახიფათო რეგიონებში ამერიკული ძალების მხარდამხარ სამსახურს განაგრძობს. აშშ ეხმარება საქართველოს, იზრუნოს ბრძოლიდან შინ დაბრუნებულ ჯარისკაცებზე. 1998 წლიდან დღემდე საქართველომ საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში 220 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული პროგრამის თანხებს აღჭურვილობისა და წვრთნის, აგრეთვე მრჩეველთა დაქირავებისათვის იყენებს, რათა საქართველომ დაშავებულ ჯარისკაცებზე უკეთ იზრუნოს”,- ნათქვამია სტატიაში.

 

2030

მსგავსი სიახლეები
710 ნახვა