თამარ სანიკიძე: რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი

“ეს ხუმრობა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც იტყვიან ხოლმე, სასაცილო და სახუმარო კიარა, სატირალი ამბავია ნამდვილად”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ „GDS“-ის ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშრებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც ის მზად იყო, სკოლებში „ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი საგნების არდაშვების“ თაობაზე მომზადებულ პეტიციაზე ხელი მოეწერა.

„ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყული, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, ვკითხოთ იმ ადამიანებს. იმიტომ, რომ ამაში მარცვალიც კი რეალობისა არ იყო. კიდევ ერთხელ ამ ტყუილის საფუძველზე მოაგროვეს ხელმოწერები და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დაუკავშირდნენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს.

მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და როგორც კი მე ამას დავასაბუთებ და ძალიან მარტივია ამის დასაბუთება იმიტომ, რომ სხვა რომ არაფერი გავაკეთო, არსებობს საგნის სტანდარტი, რომელზედაც ვსაუბრობთ, წერა კითხვა ვინც იცის, ყველას შეუძლია ნახოს და წაიკითხოს.

მე მეგონა, რომ გაიგებდით ამას, მაგრამ რადგან ვერ გაიგეთ გეტყვით, ისეთი ტექსტი ეწერა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ალბათ, მეც მოვაწერდი ხელს-მეთქი, მაგრამ ცოტა იმის უკან უნდა გავიხედოთ, რა დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ აკეთებენ საერთოდ ამას“,-განაცხადა სანიკიძემ.

 

,,აიპრესი

მსგავსი სიახლეები
134 ნახვა