დიმიტრი მედვედევი – ნატო-რუსეთის ურთიერთობა ,,ცივი ომის” პერიოდს დაუბრუნდა

ნატო-რუსეთის ურთიერთობა ,,ცივი ომის” პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს. ასეთი მოსაზრება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.

“კვლავ არამეგობრული და, ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება ნატო-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ ნატო-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?”, – განაცხადა მედვედევმა.

მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი “სამოქალაქო ომი” მიმდინარეობს.

დიმიტრი მედვედევის მოსაზრებით, მიგრაციულმა კრიზისმა საფრთხე შეუქმნა შენგენის ზონის არსებობას.

სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრემიერი სირიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სირია როგორც ერთიანი სახელმწიფო არ უნდა დაიშალოს.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
150 ნახვა