არჩილ თალაკვაძე: სანამ ერთ ქალს მაინც სცემენ, პოლიციელებს ძილის უფლება არ გვაქვს

“ამ წლებში მინისტრებმა შეამცირეს სტატისტიკა ორჯერ, დასაჯეს ბევრად მეტი მოძალადე, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში” – ასე ეხმაურება ძალადობის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე

” მეტი ქალი გახდა პოლიციელი, მაგრამ ვინც ისევ სტატისტიკაზე წერთ და საუბრობთ, იცოდეთ, რომ ქალები არ არიან სტატისტიკა. სანამ საქართველოში ერთ ქალს მაინც კლავენ, სცემენ ან ხელს უშლიან პროცესების სრულფასოვანი მონაწილე გახდეს – იცოდეთ, რომ პოლიციელებს არ გვაქვს უფლება თვალები დავხუჭოთ… დასაძინებლად.” – წერს არჩილ თალაკვაძე თავის facebook-ში

შეგახსენებთ, რომ შსს-ს სტატისტიკის თანახმად,  2016 წლის იანვარში ოჯახური ძალადობის 172 ფაქტია დაფიქსირებული

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
260 ნახვა