ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატიდან არცერთია ქართველი

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, გადაცემა „2030-ში“ საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 29 მარტს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გვყავს ორი კანდიდატი, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საბოლოო ჯამში ვინ იქნება, ჯერ გაურკვეველია. შესაძლოა ამ ორი კანდიდატიდან საერთოდ არცერთი იყოს და სხვა გამოჩნდეს. არცერთი კანდიდატი ქართველი არ არის.

მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ შოთა არველაძე გაეწვრთნა საქართველოს ეროვნული ნაკრები, თუმცა ალბათ გასაგებია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ორ სხვა კანდიდატთან გვაქვს მოლაპარაკება და არცერთია აქედან ქართველი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
127 ნახვა