25 თებერვალს სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვება

ხვალ, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვება. 
ხვალ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
166 ნახვა