,,გაზპრომთან” მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება

საქართველოსა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება. შესაბამისი კომენტარი მედიასთან საუბარში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა.
“გაზპრომთან” ჩვენ, ალბათ, რამდენიმე დღეში დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების სავარაუდო შედეგი.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
72 ნახვა