ნარმანია მეტროპოლიტენის მემანქანეების მოთხოვნაზე: ,,ხელფასის გაზრდის რესურსი არ გვაქვს”

დედაქალაქის მერიაში მეტროპილიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის მომატებას არ გეგმავენ. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, წელს ამის რესურსი მერიას არ აქვს.

“მერიას წელს ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გაოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს”-განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი სამუშაო პირობებისა და ხელფასის გადახედვის მოთხოვნით გამაფრთხილებელ აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მემანქანეები გაიფიცებიან.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
83 ნახვა