დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც გააკეთეს ანალიზი, თქვეს, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები აჩვენებს.

“850 მილიონით შემცირებულია იმპორტი, 450 მილიონით – ექსპორტი და 250 მილიონით – ფულადი გზავნილი. შედეგად, გამოდის, რომ დღეს 100-150 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი ლარზე, ვიდრე ეს იმავე პერიოდში შარშან იყო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლის დასაწყისიდან ეროვნულ ბანკს 390 მილიონი დოლარი

აქვს კიდევ გაყიდული, ეს ფული სადღაც ხომ წავიდა? ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორ კვარტალში 530 მილიონი გვაქვს და შემდეგ უკვე მცირე ანალიზი გვჭირდება. ფულის მასა (M3), რომელშიც შედის დეპოზიტები ვალუტაში, თებერვლიდან აგვისტოს ბოლომდე 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი ანგარიშებზე. იმის გამო, რომ რეალობის აღქმა იყო არასწორი, ფიზიკურმა პირებმა თუ კომპანიებმა დოლარი შეიძინეს და ანგარიშებზე განათავსეს, მაგრამ ახლა ეს დოლარი ხომ უნდა დახარჯონ? გამორიცხულია, ეს ფული უკან არ ჩატრიალდეს ეკონომიკაში. აუცილებლად მოხდება ამ ფულის ისევ გადახურდავება და ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი ქვემოთ ჩამოვა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
167 ნახვა