დევიდ კემერონი : ფრანსუა, მე და კანცლერი მერკელი პუტინს სერიოზულად დაველაპარაკებით

ბრიტანეთის პრემიერ-მიისტრმა, კემერონმა საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ სირიაში არსებულ ვითარებას ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები პარასკევს განიხილავენ.

„ჩვენ მივესალმებით ზავს, მას შეუძლია მოგვცეს საშუალება მივაღწიოთ პროგრესს შემდეგ კვირაში დაგეგმილ მშვიდობიან მოლაპარაკებებში. თუმცა ეს მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ სირიის რეჟიმის და ამ რეჟიმის მფარველთა ქმედებები შეიცვლება. სწორედ ამიტომ ფრანსუა, მე და კანცლერი მერკელი პუტინს სერიოზულად დაველაპარაკებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები სირიის მშვიდობიან მოსახლეობაზე“ – აღნიშნა კემერონმა.  

სირიაში არსებულ ვითარებას დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი დღეს, 4 მარტს, განიხილავს.

 

euronews.ge

მსგავსი სიახლეები
308 ნახვა