10 უძველესი ენა, რომელზეც დღემდე საუბრობენ

ენის ევოლუცია ბიოლოგიური ევოლუციის მსგავსია – ეს ხდება ყოველწამიერად, გადაეცემა თაობიდან თაობას. ასე რომ რთულია აღმოაჩინო ის მკაფიო დროის მონაკვეთი, როდესაც ენამ განვითარება განიცადა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ერთი ენა უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ეს სასაუბრო ენები ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. თითოეულ უძველეს ენას აქვს ის განმასხვავებელი განსაკუთრებული, ანტიკური მომენტი, რაც მასების დიფერენციაციას გამოხატავს.

 

ებრაული

hebrew-writing-in-torah

მას შემდეგ, რაც ებრაული არსებითად გაუქმდა,  როგორც სალაპარაკო ენა. იგი გამოიყენებოდა, როგორც ლიტურგიული ენა ებრაელებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, 19_ე და 20_ე საუკუნეებში სიონიზმის ზრდასთან ერთად ებრაულმა ენამ გაიარა აღორძინების პროცესი და გახდა ისრაელის ოფიციალური ენა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ვერსია განსხვავდება ბიბლიური ვერსიისგან, მშობლიურ ებრაულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს სრულად შეუძლიათ გაგება, თუ რა წერია ძველ აღთქმაში. როგორც თანამედროვე ებრაულის ადრეული მოლაპარაკეები ხშირად იყენებდნენ იდიშს, როგორც მშობლიურ ენას, თანამედროვე ებრაულზე დიდი  გავლენა მოახდინა სხვა ებრაულმა ენებმაც.

 

 

ტამილური

ტამილური წარმოადგენს ენას, რომელზე ლაპარაკობს დაახლოებით 78 მილიონი ადამიანი და აღიარებულია როგორც ინდოეთის, შრი ლანკას და სინგაპურის მშობლიური ენა. მართლაც საოცარია, როგორ მოვიდა ეს კლასიკური ენა თანამედროვე მსოფლიომდე. იგი არის დრავიდიანის ენების ოჯახიდან, რომელიც იმ მრავალ ენას აერთიანებს, რაც მშობლიურია უმეტესად სამხრეთ და აღმოსავლეთ ინდოეთში. მკვლევრებმა აღმოაჩინეს ტამილური წარწერა, რომელიც თარიღდება ჩვ.წ. მესამე საუკუნით, და ეს ენა მას შემდეგ არსებობს.

 

 

 

ლიტვური

ენათა ოჯახი, რომელსაც უმეტესი ევროპული ენა მიეკუთვნება არის ინდო-ევროპული, მაგრამ მათ დაიწყეს ერთმანეთისგან გამოყოფა დაახლოებით ჩვ. წ.-მდე 3500 წლიდან. ისინი ჩამოყალიბდნენ ისეთ ენებად, როგორიცაა გერმანული, იტალიური, ინგლისური და ნელ-ნელა დაკარგეს ის თვისებები, რაც ყველას აერთიანებდა. ლიტვურმა ენამ ინდო-ევროპული ოჯახის ბალტიკური ენებიდან, შეინარჩუნა მეტი მახასიათებელი იმისა, რასაც ენათმეცნიერები პროტო-ინდო-ევროპულს უწოდებენ (PIE), და რჩება ენად, რომელზეც საუბრობდნენ ჩვ. წ.-მდე 3500 წლის წინ. სხვადასხვა მიზეზების გამო, ლიტვურმა მეტად შეინარჩუნა ის ხმოვანება და გრამატიკული წესები, რომელიც ახასიათებს PIE ენებს, ვიდრე სხვა მისმა მსგავსმა ენებამ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტვური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.

სპარსული

იმ შემთხვევაში თუ არ გსმენიათ ფარსის შესახებ, ეს არის ენა, რომელზეც ლაპარაკობენ თანამედროვე მსოფლიოში. კერძოდ ირანში, ავღანეთსა და ტაჯიკეთში, სხვა ქვეყნებთან ერთად. ამ სახელმწიფოებში ენა, რომელზეც საუბრობენ არის ყველგან ერთი და იგივე, უბრალოდ ისინი ატარებენ სხვადასხვა სახელებს, ალბათ ეს განაპირობა კულტურულმა ზეგავლენამ საზოგადოებისგან. რეალურად ამ სამ სახელმწიფოში ენა ერთი და იგივეა.  ფარსი არის ძველი სპარსულის პირდაპირი ენების შთამომავალი, რომელიც იყო სპარსეთის იმპერიის სალაპარაკო ენა. თანამედროვე სპარსული აღირიცხება ჩვ. წ. 800 წლიდან და ერთი რამ, რაც მას სხვა თანამედროვე ენებისგან განასხვავებს არის ის, რომ ეს ენა მას შემდეგ ძალიან მცირედით შეიცვალა. სპარსულად მოსაუბრე ადამიანი ჩვ. წ. 900 წლის ნაწერს უფრო ნაკლები სირთულით წაიკითხავს, ვიდრე ინგლისურად მოსაუბრე შექსპირის პიესებს.

 

 

ისლანდიური

ისლანდიური არის კიდევ ერთი ინდო-ევროპული ენა, ამჯერად ჩრდილო გერმანული წარმოშობის ენა. ბევრმა გერმანულმა ენამ გაიმარტივა საკუთარი თავი და დაკარგა ის რამდენიმე თვისება, რაც სახასიათოა ინდო-ევროპული ენებისთვის, მაგრამ ისლანდიური განვითარდა ბევრად უფრო კონსერვატიულად და შეინარჩუნა ამ თვისებების უმეტესობა. დანიაში 14_ე საუკუნიდან 20_ე საუკუნემდე ისლანდიურ ენაზე ძალიან მცირე ცვლილებები განხორციელდა, და თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ. ასე რომ, ისლანდიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხს შეუძლიათ მარტივად წაიკითხონ საუკუნეების წინ დაწერილი საგებიც კი.

მაკედონიური

სლავური ენის ოჯახი, რომელიც მოიცავს სხვა ენებთან ერთად რუსულს, პოლონურს, ჩეხურს და ხორვატიულს, არის შედარებით ახალგაზრდა მათ წინაპარ ენასთან შედარებით. მათ დაიწყეს გამოყოფა საერთო წინაპრისგან, სლავურისგან (ან პორტო-სლავურისგან), როდესაც კირილემ და მეთოდემ მოახდინეს ენის სტანდარტიზირება, შექმნეს ენა, რომელსაც დღესდღეობით ეწოდება ძველი საეკლესიო სლავური და ასევე შექმნეს შესაბამისი დამწერლობა. შემდეგ მათ ეს ენა წაიღეს ჩრდილოეთით მე-9 საუკუნეში, როდესაც ხდებოდა სლავების გაქრისტიანება. ისინი მოვიდნენ სადღაც საბერნეთის ჩრდიოლეთიდან, სავარუდოდ იმ ადგილიდან, რასაც ახლა მაკედონია ეწოდება, და მაკედონიური (მასთან ძალიან ახლოს მდგომ ბულგარეთთან ერთად) არის ენა, რომელიც დღეს ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული ძველ საეკლესიო სლავურთან.

 

ბასკური

ბასკური ენა წარმოადგენს ლინგვისტურ საიდუმლოებას. ენა მშობლიურია ზოგიერთი ბასკური წარმოშობის ხალხებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ესპანეთსა და საფრანგეთში, მაგრამ ეს სრულიად არ უკავშირდება რომელიმე რომანულ ენას (როგორიცაა თავად ფრანგული და ესპანური) ან რომელიმე სხვა ენას მსოფლიოში. ენათმეცნიერები ათწლეულების განმავლობაში კონცენტრირდებოდნენ იმაზე, თუ რომელ ენასთან შეიძლება იყოს ბასკური დაკავშირებული, მაგრამ ვერცერთმა თეორიამ მოიტანა რეალური შედეგი. ერთი რამ რაც ნათელია არის ის, რომ ბასკური არსებობდა მანამ, სანამ რომანული ენები დაიწყებდა არსებობას – ანუ სანამ რომაელები განავითარებდნენ ლათინურს, რომელიც საბოლოოდ გადაიზრდებობდა ფრანგულსა და ესპანურში.

ფინური

ფინური შესაძლოა არც დაწერილა მე-16 საუკუნემდე, მაგრამ როგორც სხვა ენები, მასაც აქვს ისტორია, რომელიც გაცილებით დიდი ხნით ადრე დაიწყო. იგი არის ერთ-ერთი წევრი ფინურ-უნგრული ენათა ოჯახისა, რომელიც ასევე მოიცავს ესტონურს, უნგრულს, და ციმბირში მოლაპარაკე რამოდენიმე მცირე ჯგუფს. ფინური აერთიანებს უამრავ ნასესხებ სიტყვას, რომელიც ფინურ ენაში შედიოდა სხვა მსგავსი ენებიდან საუკუნეების მანძილზე. ხშირ შემთხვევაში, ფინურმა ნასესხები სიტყვები თითქმის იდენტური ფორმით შეინარჩუნა, როგორადაც ისინი სხვა ენაში არსებობდნენ. მაგალითად, სიტყვა, რომელიც აღნიშნავს დედას, “aiti”, მოდის გოთიკური ენიდან, რომელზეც აღარ ლაპარაკობენ. სიტყვა მეფე, ანუ „kuningas” მომდინარეობს ძველგერმანულიდან, რომელიც ასევე აღარ არსებობს იმ ენებს შორის, რომელზეც დღეს სხვადასხვა ხალხები საუბრობენ.

 

ქართული

e183a1e18390e183a5e18390e183a0e18397e18395e18394e1839ae1839d-e183a9e18395e18394e1839ce183a1-e183ac-e18390-i-e183a1e18390e183a3e18399

ენათმეცნიერებისთვის კავკასია წარმოადგენს ნამდვილ  კერას. სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ძირითადი ენა, სომხური, აზერბაიჯანული და ქართული მოდის სამი განსხვავებული ენობრივი ოჯახიდან, ესენია: ინდრო-ევროპული, თურქული და ქართველური ენები. ქართული არის უდიდესი ქართველური ენა, და წარმოადგენს ერთადერთ კავკასიურ ენას უძველესი ლიტერატურული ტრადიციებით. მისი უნიკალური და ლამაზი დამწერლობა ასევე ძალიან ძველია – სავარაუდოდ იგი ადაპტირებულია არამეული ენიდან დაახლოებით ჩვ. წ.-მდე მესამე საუკუნეში. არსებობს მხოლოდ 4 ქართველური ენა, რომელზეც საუბრობენ მხოლოდ საქართველოში და არცერთი მათგანი არ არის დაკავშირებული  მსოფლიოს სხვა ენებთან.

 

 

ირლანდიური

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიური ენა დღეის მონაცემებით მშობლიური მხოლოდ ირლანდიაში მცხოვრები რამდენიმე მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის არის, მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი არის ინდო-ევროპული ენების კელტური ოჯახის წარმომადგენელი, და არსებობდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, სანამ გერმანიკული ენების გავლენა გაიზრდებოდა. ირლანდიური ენა გაჩნდა შოტლანდიურ-გალური და მანქსური ენებიდან, და ფაქტია რომ ამ ენაზე უამრავი უძველესი ხალხური ლიტერატურაა შექმნილი დასავლეთ ევროპაში. სანამ დანარჩენი ევროპა საუბრობდა და წერდა ლათინურ ენაზე, ირლანდიამ გადაწყვიტა დაეწერა საკუთარ ენაზე ლათინურის ნაცვლად.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
3,798 ნახვა