არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას – ლომბარდები

„თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფო დატოვა. მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, რომ არ იცნობდა თავდამსხმელს.

„არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას – ლომბარდები. არასდროს არ მყავს ნანახი აღნიშნული პიროვნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ 5 ნატყვიარის, ცემის და ჩაქუჩის ჩარტყმის მერე ნორმალურად ვარ. მეორე პიროვნების ამოცნობა გამიჭირდება, რადგან ის ნიღბით მუშაობდა ჩემზე. ამ დაკავებულის საუბედუროდ კი, ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა. პირად ანგარიშსწორებას რაც შეხება, ეს პიროვნება არადროს მინახავს და მასთან რა დაპირისპირება უნდა მომსვლოდა. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა”,-აღნიშნა პეტრიაშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ალექსი პეტრიაშვილს ახლობლები და პარტიის წევრები დახვდნენ.

 

,,რეპორტიორი

მსგავსი სიახლეები
187 ნახვა