საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო კვლავ რუსეთში გადის

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის აღნიშნული მაჩვენებელი 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

კერძოდ, 2016 წლის იანვარ-თებერვალში, სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 431 868 ბოთლი ბრენდი, რაც 165%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებულია 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-ს აღწევს.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი -2559795, უკრაინა -651792, ყაზახეთი – 337582, პოლონეთი – 322038 და ჩინეთი – 219349 ბოთლი.

“წლის დასაწყისში ექსპორტის მატება დაფიქსირდა რუსეთში – 154%, უკრაინაში – 37%, პოლონეთში – 46%, ლიტვაში – 26%, ყირგიზეთში – 70%, გერმანიაში – 68%.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

 

allnews.ge

მსგავსი სიახლეები
122 ნახვა