ბარაქ ობამა – აშშ არ არის მზად უკრაინის გამო ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს

ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა უარყოფითად პასუხობს კითხვას, მიიჩნევს თუ არა სულელად რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს. ამერიკის პირველი პირის განცხადებით, პუტინი უკიდურესად არის დაინტერესებული, ამერიკის თანასწორუფლებიან პარტნიორად გამოიყურებოდეს, რადგან ის “არც ისეთი სულელია”. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ამის შესახებ ობამამ გამოცემა “Atlantic”-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ის ხვდება, რომ რუსეთის პოზიციებმა მსოფლიოში არსებითად, რყევები განიცადა და ყირიმში შეჭრითა და ასადის რეჟიმის მხარდაჭერით რუსეთი თამაშში ვეღარ დაბრუნდება”, – განაცხადა ობამამ.

მისი თქმით, პუტინთან საქმიანი შეხვედრები ჰქონდა, რომლებზეც რუსეთის ლიდერი განსაკუთრებულად თავაზიანი და ძალიან გულწრფელი იყო. ინტერვიუში ობამამ მიანიშნა, რომ აშშ არ არის მზად ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს უკრაინის გამო, სადაც ვაშინგტონის მოქმედებების მიუხედავად, ყოველთვის იქნება რუსეთის მხრიდან სამხედრო შეჭრის საფრთხე.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
409 ნახვა