საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქართია მედიასაშუალებებს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ არც ერთი კადრი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაა. ამასთან არ შეუწყონ ხელი პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ დაასახელონ ვიდეოზე ასახული პიროვნების სავარაუდო ვინაობა, ასევე არ გაავრცელონ მისამართი, სადაც ამ მასალის ნახვა შეიძლება.

ქარტიის საბჭო მიმართავს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ დროული და ეფექტური გამოძიება თუ როგორ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვება.

მსგავსი სიახლეები
97 ნახვა