პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ინტერპრესნიუსთან” თანამშრომლობას წყვეტს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ტანამშრომლობას წყვეტს:

„დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება და რეაგირება იქნებოდა ადეკვატური, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან.“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
112 ნახვა