პრემიერმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის გამოძიება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების პირველი პირები შეკრიბა და მათ მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიების დავალება მისცა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
112 ნახვა