ვინც ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობს, აგებს არჩევნებს – ირაკლი ალასანია

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ მედიასთან კომენტარს აკეთებს.

მისი განმარტებით ის, ვინც „ასეთი მეთოდებით მუშაობს“ აგებს არჩევნებსაც და ხალხის მორალურ მხარდაჭერასაც:

„მე არ ვიცი რა კადრებზეა საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი, ვინც ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობს, ის აუცილებლად აგებს არჩევნებსაც და ხალხის მორალურ მხარდაჭერასაც“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

newposts.ge

მსგავსი სიახლეები
260 ნახვა