თსუ-ს სტუდენტები: გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა მცირედი გამარჯვება იყო

აქციაში მონაწილე თსუ-ს სტუდენტების განცხადებით, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა მათი ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. შესაბამისად, ისინი დაშლას არ აპირებენ.

„გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. სანამ ჩვენი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, დაშლას არ ვაპირებთ. გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ მცირედი გამარჯვება იყო“, – აცხადებენ სტუდენტები.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
80 ნახვა