გაეროს უშიშროების საბჭო: სირიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია

გაეროს უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე წევრი სირიიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანის შესახებ რუსეთის განცხადებას განიხილავს. ამის შესახებ, უშიშროების საბჭოში ანგოლას წარმომადგენელმა გასპარ მარტინსმა განაცხადა.

გასპარ მარტინსის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრებმა სირიის საკითხში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს, სტაფან დე მიცურას თხოვნით მიმართეს სირიის მოლაპარაკებები მასში ქურთების წარმომადგენლების ჩართვით უფრო წარმოსადეგი გახადოს.

ოფიციალური დამასკოს განცხადებით ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა დამასკოსა და მოსკოვს შორის განხეთქილებასთანაა დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება და რუსეთის ეს ქმედება უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია ორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ.

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის წასვლის შემდეგისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას იმავე სიძლიერით გააგრძელებს , როგორც ადრე და  „მოკავშირეებთან“ შეთანხმებით იმოქმედებს. ასევე, სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა „ბუნებრივი მოვლენა“ იყო.

 

euronews.ge

მსგავსი სიახლეები
199 ნახვა