პრემიერი სტუდენტებს: მოგვეცით საშუალება გავატაროთ ის ცვლილებები, რასაც ითხოვთ

“საქართელოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს”, – ამის შესახებ პემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რა თქმა უნდა მე ერთის მხრივ ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს, მაგრამ მეორეს მხრივ არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციის და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია და მე მინდა კიდევ ერთხელ არა მოვუწოდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს მოგვცენ საშუალება გავატაროთ ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ, რაშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით,  მთავრობა მზად არის უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებისთვია, თუმცა ამას დრო სჭრდება.

 

ipress.ge

მსგავსი სიახლეები
104 ნახვა