ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება საოკუპაციო ხაზზე

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებულ გზის სამშენებლო სამუშაოებზე.

“მე დამრჩა ასეთი განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი. ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე და რამდენიმე თემასთან დაკავშირებით წინ გადავდგით ნაბიჯი, რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს, იქ რამდენიმე საკითხიც წავწიეთ წინ.
ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია იმ დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება საოკუპაციო ხაზზე”, – განაცხადა აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ქართულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ “მათ აქვთ თავისი პოზიცია”.

“რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ თქვენთანაც ისაუბრა ბატონმა კარასინმა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები”, -აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
83 ნახვა