პოტენციური საფრთხის გამო გერმანიამ ანკარაში საელჩო დროებით დახურა

გერმანიამ ანკარაში საელჩო მოსალოდნელი თავდასხმის გამო დროებით დახურა.

გარდა ამისა, შეწყვეტილია გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობა სტამბოლში. ასევე დახურულია გერმანიის სკოლები და საბავშვო ბაღები. აღნიშნული ინფორმაცია ხუთშაბათს, 17 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ზომები პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებისთვისაა საჭირო.

 

euronews.ge

მსგავსი სიახლეები
61 ნახვა