გიორგი მარგველაშვილი: ,,საზოგადოებას არავის დავატერორებინებ”

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას საქართველოს პრეზიდენტი ქართულ სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე თავდასხმად აფასებს. მისი თქმით პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოძიებას თვალ-ყურს აქტიურად ადევნებს:

„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს გამოძიებას, ვურთიერთობთ სამართლდამცავებთან. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე მე აღვიქვამ უაღრესად სერიოზულად. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების წინააღმდეგ გადადგული ნაბიჯი, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართულ საზოგადოებას არავის დავატერორებინებ.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

newposts.ge

მსგავსი სიახლეები
137 ნახვა