თუ ჭკვიანურად მოვიქცევით არაფერი დაგვემუქრება – ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს პრაღიდან საქართველოში დაბრუნდა. კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით აბაშიძემ კომენტარი აეროპორტშივე გააკეთა, მისი თქმით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია და ამ საკითხზე მისი და კარასინის შეხვედრის დროს არ უსაუბრიათ.

„შეხვედრაზე კომენტარები და კითხვა პასუხი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს საკიტხის განხილვას. დიალოგზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს , პირიქით გაზრდის მათ რაოდენობას და მასშტაბებს. ეს ყველა ჩვენთაგანზე მტკივნეულად აისახება.“- განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პირველ რიგში კი პრემიერ-მინისტრს შეხვდება და პრაღის მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.

„არავისთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, უპირველესად მე პრემიერ-მინისტრს შევხვდები , რადგან მე მისი წარმომადგენელი ვარ.“- აღნშნა აბაშიძემ.

აბაშიძემ რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზეც გააკეტა კომენტარი და აღნიშნა, რომ „თუ ჭკვიანურად მოვიქცევით არაფერი დაგვემუქრება.“

 

newposts.ge

მსგავსი სიახლეები
180 ნახვა