„რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, ექიმებს არ დავუჯერებდი“- რიჩარდ გირი

რიჩარდ გირს თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უყვართ და არც ზედმეტი რეკლამა ჭირდება. თუმცა, მისმა ჩანაწერმა ფეისბუქში მრავალრიცხოვან მომხმარებელთა ემოციები გამოიწვია. გირის გზავნილის რეპოსტი ასიათასობით ადამიანმა გააკეთა, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ იყო მსახიობის ფანი.

გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავის წერილს, რომლის თითოეული სიტყვა გულწრფელობით და სიღრმისეული აზროვნებითაა გამსჭვალული.

ჩემი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. უპირატესობასჯანსაღ საკვებს ანიჭებდა, არ სვამდა და არ ეწეოდა, მისდევდა სპორტს და დიდხანს მზეზეგაჩერებას ერიდებოდა. ის მუდმივად გადიოდა კონსულტაციას დიეტოლოგებთან დაფიზიოთერაპევტებთან და ყოველთვის ითვალისწინებდა მათ რჩევებს. შეიძლება ითქვას,რომ ის ცოტა შეშლილიც კი იყო საკუთარ ჯანმრთელობაზე. ახლა ის 76 წლისაა და მასკანის და ძვლის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გარდა ამისა, ქალს ოსტეოპოროზისმძიმე ფორმა აქვს.

ჩემი მეგობრის მამა საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა, არასდროს იყოგატაცებული სპორტით და გემრიელად მირთმევაც უყვარდა, ხშირად კარაქს პირდაპირბეკონზე უსვამდა. საკუთარ თავს ალკოჰოლით ანებივრებდა და მთელი დღეები მზეზენებივრობდა. მთელი ცხოვრება უარს ამბობდა ექიმების დანიშნულების შესრულებაზე დაისე ცხოვრობდა, როგორც თვითონ მოსწონდა. ახლა ის 81 წლისაა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობა ახალგაზრდებსაც კი შეშურდებათ.

როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც ვერსად გაექცევით შინაგან შხამს. ადრე თუ გვიან ისმაინც დაგეწევათ“, – ზუსტად ასე თქვა ჩემი მეგობრის დედამ – რომ მცოდნოდა, როგორდასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასდროს დავუჯერებდი ექიმებს და საკუთარისიამოვნებისთვის ვიცხოვრებდი“.

ეს სიცოცხლეა და ვერცერთი ჩენგანი ვერ გააღწევს აქედან ცოცხალი. ამიტომ, არ ღირს შევხედოთ საკუთარ თავს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვან არსებას. სანამ დრო გაქვთ, უნდა იცხოვროთ სიამოვნებით, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. გააკეთეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ – მიირთვით გემრიელად, გაირუჯეთ და ნუ იზარმაცებთ. იყავით უცნაური და მოიქეცით დაუფიქრებლად და ნურასოდეს ნუ უღალატებთ საკუთარ თავს!”

 

reportiori.ge

მსგავსი სიახლეები
2,195 ნახვა