ეკა აკობია: დადგა დრო, მხარეებმა, რომლებიც „მაესტროს“ იმიჯს ბღალავენ, დასვან წერტილი

შპს „სტუდია მაესტროს” დამფუძნებელი ეკა აკობია ტელეკომპანია „მაესტროს” დავაში მონაწილე პირებს „მაესტროს” გადასარჩენად მოლაპარაკებებს სთავაზობს. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა „მაესტროს” იმიჯი საგრძნობლად დააზარალა.

„მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე „მაესტრო” და ვიზრუნე იმაზე, რომ ამტელეკომპანიას შექმნოდა იმიჯი. ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს განვითარებულმამოვლენებმა ეს იმიჯი საგრძნობლად დააზიანა. დღეს დადგა დრო, რომ მხარეებმა,რომლებიც მონაწილეობენ დავაში, რომლებიც „მაესტროს” იმიჯს ბღალავენ,შეურაცხყოფენ, დასვან წერტილი. ვფიქრობ, დადგა დრო, მედიამფლობელებმა გაიხსენონ,რომ მედია არ არის ჩხუბის ტირაჟირების ადგილი. ჩვენგან მაყურებელი ელისდაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციას. ეს არ არის მფლობელთა ჩხუბის პოლიგონი.

მე არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, არც მაკა ასათიანის და არც გია გაჩეჩილაძის მხარეს დაამ დავაში ნეიტრალური ადგილი მიჭირავს. ამიტომაც, ვთავაზობ ორივე მხარეს, დასხდნენმოლაპარაკების მაგიდასთან. დროა, ყველანაირი კონფლიქტი გადაიტანონ კაბინეტურსიტუაციაში და არა ცისფერ ეკრანებზე გამოიტანონ.

მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, დაველაპარაკო ორივე მხარეს. მისცენჟურნალისტებს საშუალება, რომ იმუშაონ ჯანსაღ გარემოში. ყველა მფლობელმა აიღოსთავისი წილი პასუხისმგებლობა და თანამშრომლებს და ჟურნალისტებს მოექცეს როგორცნამდვილ ადამიანებს და არა როგორც ხორცს, რომელსაც ბრძოლისთვის იყენებენ. ეს არისბოლო შანსი”, – განაცხადა ეკა აკობიამ.

მსგავსი სიახლეები
96 ნახვა