დონის როსტოვში ავიაკატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა

დონის როსტოვში “ბოინგმა” დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრია, დანარჩენი ეკიპაჟის წევრი იყო, მათ შორის, 4 ბავშვია.
თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
87 ნახვა