სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში 1200 კვ მეტრი ფართი დაიწვა

სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში 1200 კვ. მეტრზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 100 მეხანძრე-მაშველი.
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი დღეს დაახლოებით 14.00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
70 ნახვა