სესილია მალმსტრომი – ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანისთვის თანამშრომლობა გაღრმავდება

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის განცხადებით, ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანის მიზნით მხარეები თანამშრომლობას გააღრმავებენ.

შესაბამისი კომენტარი ევროკომისარმა ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან, განვიხილეთ თუ რა სტადიაზეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი. მინისტრმა ისაუბრა რეფორმებზე, ასევე ვისაუბრეთ საჭირო ზომებზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესი ინფორმირებული იყოს და მოემზადოს ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება”, – განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისარმა თავის განცხადებაში ისაუბრა იმ პროდუქტებზე, რომლებიც უკვე იყიდება ევროპულ ბაზარზე და აღნიშნა, რომ საჭიროა ზომების მიღება, ქართული თაფლისა და თევზეულის ბაზარზე გასასვლელად.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
183 ნახვა