უცხოური პრესა: ამ რაოდენობის ხალხი ინგლისისა და უელსის ნაკრების თამაშებზე არ დადის

ევროპის ერთა თასის ბოლო მატჩი საქართველოსა და რუმინეთს შორის “ბორჯღალოსნები”–ს დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით – 38:9 დასრულდა

ეს ინფორმაცია არაერთმა უცხოურმა გავლენიანმა პრესამ გაავრცელა. ნახეთ რას წერენ ისინი ქართველ მორაგბეებზე.

“კიდევ ერთი ნაბიჯი 6 ერისკენ? საქართველოს ნაკრებმა დღეს რუმინეთი 50 000 გულშემატკივრის წინაშე დაამარცხა. ამ რაოდენობის ხალხი ინგლისისა და უელსის ნაკრების თამაშებზე არ დადის. შევლენ ისინი საუკეთესო ევროპულ გუნდებს შორის?” – წერს Worldrugbyvids.

“საქართველოს ნაკრებმა კვლავ გაიბწყინა და რუმინელები გაანადგურა. ისინი ევროპის ერთა თასს დაეუფლნენ” – Gsp.

“დინამო არენაზე რუმინელებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს ისტორიაში. ქართველებმა მათ შანსი არ დაუტოვეს” – Druckeria.

“თბილისში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაეუფლა ანთიმოზ ივერიელის თასს” – რუმინული ვებ-გვერდი Agerpres.

 

goal.ge

მსგავსი სიახლეები
596 ნახვა