სალომე ზურაბიშვილი: წულუკიანის საქციელი აბსოლუტურად გაუგებარი იყო

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში ფარული ვიდეოჩანაწერების თემაზე ისაუბრა. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ფარული ჩანაწერების დამკვეთებისა და შემსრულებლების გამოვლენა, ყოველთვის იქნება იმის საშიშროება, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ნებისმიერ დროს შეძლებენ საზოგადოებაში შფოთის გამოწვევას.

„იმედია, ეს კარგად აქვთ გათავისებული მთავრობის წევრებს, პირველ რიგში თეა წულუკიანსა და თინა ხიდაშელს“– განაცხადა საუბრისას ზურაბიშვილმა.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაუგებარი იყო იუსტიციის მინისტრის რეაქცია. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსისგან მსგავსი უპასუხისმგებლო რეაქციის გამო პრობლემის მთავარი არსი იკარგება.

წულუკიანის საქციელი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ეს უფრო იმის მცდელობას ჰგავდა, სხვებზე პროგრესული დათანამედროვე გამოვჩნდეო. თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსისგან მსგავსი უპასუხისმგებლო რეაქციის გამოპრობლემის მთავარი არსი იკარგება – რატომ არ დაისაჯა ყველა ის პირი, რომლებმაც ადამიანების პირადიცხოვრების ამსახველი ჩანაწერების “კოლექცია” შექმნეს?! ხელისუფლებამ დაამკვიდრა განწყობა – წინახელისუფლებამ ვიდეოჩანაწერები შექმნა, მაგრამ არაფერია, ყველაფერი განადგურდაო. „- აღნიშნავს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ გუნდის წევრები, რომელიც ფარული ვიდეომასალების ჩაწერას ახორციელებდნენ  ერთმანეთს იმდენად არ ენდობოდნენ, რომ ჩანაწერებს თანაგუნდელებზეც აკეთებდნენ.

ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი მიდგომა გახლდათ, რადგან ჯგუფი, ვინც ჩანაწერებს აკეთებდა, მასალებისრამდენიმე ასლსაც ქმნიდა. ისინი ერთმანეთსაც კი არ ენდობოდნენ და თანაგუნდელებზეც არაერთი ჩანაწერიჰქონდათ “შავი დღისთვის” გადანახული. ამიტომ მხოლოდ ცინიზმად შეგვიძლია აღვიქვათ, როდესაც ჯოხისგადატეხას სააგენტოზე ცდილობ, სისტემას კი ხელშეუხებელს ტოვებ.

 

euronews.ge

მსგავსი სიახლეები
382 ნახვა