ბრიუსელში ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ბელგიის დედაქალაქში თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ეგვიპტური მედიის ცნობით, ისლამისტების განცხადებას მათთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტო „ამაკი“ წერს, გავრცელებულ განცხადებაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საერთაშორისო საზოგადოებას მორიგი ტერაქტებით ემუქრებიან.

ეგვიპტური მედიის გარდა, ამ ეტაპზე არც ერთ უცხოუ სააგენტოს არ გაუვრცელებია ცნობა იმის შესახებ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო. თუმცა ვრცელედბა ცნობები იმის შესახებ, რომ „ტვიტერში“ და „ფეისბუქში“, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი პირები ბრიუსელში აფეთქებებს ზეიმობენ. ასევე სხვადასხვა წტაროზე დაყრდნობით ტერაქტებთან ISIS კავშირზე ექსპერტებიც მიანიშნებენ.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში განხორციელებულ აფეთქებებს 26 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 136-ზე მეტი ადამიანი.

 

politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
107 ნახვა