ზურაბ ჯორბენაძე კადრების შემქმნელებისა და გამავრცელებლების სახელებსა და გვარებს ასახელებს

ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ „რეპორტიორში” გამართულ ბრიფინგზე იმ პირთა სახელები და გვარები დაასახელა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შექმნასა და გავრცელებაში. მისი თქმით, ამ საქმეში უშუალო ბრძანებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძლეოდა.

„სანამ კასრების საქმე გასკდებოდა, მე ვიყავი პირველი, ვინაც განაცახდა, რომ უამრავი ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდებოდა „ნაციონალების” გუნდის წევრებსა  და არამარტო მათზე. სპეციალური სამსახურები, რომლებსაც წესით, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე უნდა ეგოთ პასუხი, რეალურად მხოლოდ მოსმენებს, თვალთვალს, ჩანაწერების გაკეთებასა და ამ ინფორმაციების შენახვას ახორციელებდნენ. აღნიშნულ სპეციალურ სამსახურებს სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა,  რომელიც ამ ჩანაწერების შექმნის თემაზე უშუალო  ბრძანებას გასცემდა.  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ეს საკითხი უშუალოდ მაღალ დონეზე იდგა და ლევან ქარდავას დაქვემდებარებაში იყო.  ჩანაწერების გაკეთებას უშუალო  ზედამხედველობას  ბატონი ლილუაშვილი უწევდა, რომელიც  სხვა დროსა და სიტუაციაში მე  აბსოლუტურად სხვა სახელითა და გვარით გამაცნეს. ამ ყველაფრის საქმის კურსში,  რა თქმა უნდა, ბატონი თოფურიძე იყო. შემდეგ როდესაც ბაჩანა ახალაია გადმოყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის სამინისტროდან  შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, თავდაცვის სამინისტროში მოადგილედ, უშუალო ხელმძღვანელად დავით ახალაია დაინიშნა, რომელმაც თავისთან მეგის ქარდავა წაიყვანა და იქ კი დარჩა ლევან ქარდავა და ე.წ. „მასტერა” ანუ გიორგი დგებუაძე.

თავდაცვის სამინისტროში არსებობდა და არსებობს ცენტრალური სადაზვერვო უწყება. იმ სამმართველოს ყველა თანამშრომელი ამ მოსმენებში, თვალთვალსა  და ჩანაწერების გაკეთებაში მონაწილეობდა. ასევე იმ  შენობაში  სპეციალური ოთახები არსებობდა, სადაც ეს ჩანაწერები მიდიოდა, იშიფრებოდა და ფაილდებოდა.  ჩანაწერების გაშიფვრა-ჩაწერაში,  უშუალოდ მონაწილეობდა ჯამალაშვილი, მამა ჯამალაშვილი კუდი-ს აქტივისტი იყო, შვილი ჯამალაშვილი მაშინ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი,  თუმცა „კუდი-სგან” მისი განათლება სპეციალურად იქნა დაფინანსებული, რათა შეექმნა ვირუსი, რომლითაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ისე მოესმინათ და ეთვალთვალად, რომ აგენტების შეგზავნა არ დასჭირვებოდათ.

გამოძიებას შევახსენებ,  რომ ეს სახელები და გვარები მთავარ პროკურატურას ჩამოვუთვალე. არჩილ კბილაშივილის მთავარი პროკურორობის დროს 32 ფურცლიანი ჩვენება მივეცი.  თუ ვინ? სად? როგორ უსმენდა…  ვინ იყო „ქართულ ოცნებასა” თუ სხვა პარტიებში შეგზვანილი. არჩილ კბილაშვილის დავალებით, ბატონ გოჩა ფარულავას ეს ყველაფერი დეტალურად მოვუყევი. მივმართავ მთავარ პროკურატურას, რეალურად თუ გსურთ ამ დანაშაულის გამოძიება, ჩამოიღეთ თაროდან ნაცვლიშვილის დროს დადებული გრიფი-საიდუმლო, ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ჩვენება მოგეცით და გამოძიება გაგიადვილდებათ” , –  განაცხადა ზურაბ  ჯორბენაძე.

 

reportiori.ge

მსგავსი სიახლეები
563 ნახვა