მილტონ ჰეიგი: თუ ექვს ერში მოხვედრა ფული ღირს, გვითხარით რამდენი

ბრიტანულ გამოცემასპორტულ გამოცემასთან ESPN-თან საუბრისას საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია “ექვს ერს” ახალი ღირებულებები შემატოს.

“იმისთვის, რომ ქართული რაგბი კიდევ უფრო განვითარდეს, უფრო ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ. თუ ექვს ერში მოხვედრა ფული ღირს, გვითხარით რამდენი და ჩვენი მთავრობა და სპონსორები ხელიდან არ გაუშვებენ ამ შანსს. ეს არა სტატუს კვოს შენარჩუნებაზე, არამედ იმაზეა, თუ რა შეგიძლია ჩადო შენ და მისცე ახალი ღირებულება შეჯიბრს. ჩვენ ექვს ერს ღირებულებებს შევმატებთ”, – განაცხადა მიტონ ჰეიგმა.

 

ipress.ge

მსგავსი სიახლეები
277 ნახვა