რუდი ჯულიანი: ჰილარი კლინტონი ISIS-ის დამფუძნებელია

FoxNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ჯულიანის თქმით, “კლინტონი ISIS-ის დამფუძნებელი წევრია, რადგან ის იყო სახელმწიფო მდივანი აშშ-ს ერაყიდან გამოსვლისას და მან ჯარების გამოყვანას როგორც ადმინისტრაციის წევრმა შეუწყო ხელი”.

ჯულიანი, რომელიც რესპუბლიკელია, ასევე აცხადებს, რომ “კლინტონი იმ ადმინისტრაციის წევრი იყო, რომელმაც ერაყი მიატოვა და მის მაშინდელ ლიდერს საშუალება მისცა ქვეყანა მიწასთან გაესწორებინა, ამან საშუალება მისცა შიიტებს შესაბამისი არჩევანი გაეკეთებინათ, ხოლო კლინტონმა საჭირო დროს თავი აარიდა სირიაში ჯარების შეყვანას”.

“მან ხელი შეუწყო ISIS-ის შექმნას, ის მისი დამფუძნებელი წევრია”, განაცხადა ჯულიანიმ.

გადაცემის წამყვანის შენიშვნაზე, რომ კლინტონს იმ დროს არ ჰქონდა გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება და ერთადერთი რაც შეეძლო გაეკეთებინა, იყო ის, რომ გადამდგარიყო, ჯულიანიმ უპასუხა “ეს არის ის რასაც ყველა პატრიოტი გააკეთებდა”.

 

euronews.ge

მსგავსი სიახლეები
200 ნახვა