დარჩელიდან გატაცებული 18 წლის გოგონა ზუგდიდში, მიტოვებულ სახლში ნაწამები იპოვეს

სოფელ დარჩელიდან გატაცებული 18 წლის გოგონა ზუგდიდში, მიტოვებულ სახლში ნაწამები იპოვეს.
როგორც “აქცენტს” გოგონას ახლობლებმა განუცხადეს, ის ამ დროისთვის ქუთაისში ერთ–ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის კურსს გადის.
“18 წლისაა, გაიტაცა ვიღაცა კაცმა, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო. სამი დღე ვეძებდით და ზუგდიდში მიტოვებულ სახლში ვიპოვეთ ყურმოჭრილი და ნაწამები. ეხლა ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული და იქ გადის მკურნალობის კურსს. პირი, რომელმაც გოგონა გაიტაცა ამ დრომდე დაკავებული არ არის” – განუცხადეს “აქცენტს” ახლობლებმა.
ამასთან, როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
721 ნახვა