ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც “რია ნოვოსტი” პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იტყობინება, ვიზიტი გუშინ შედგა.
“გუშინ საღამოს, მოსკოვს სამუშაო ვიზიტით სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ეწვია. გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ვიწრო და გაფართოვებულ ფორმატში”, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ორი სახელმწიფოს ლიდერმა სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაზე, “ტერორისტულ და ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაზე” და სხვა საკითხებზე იმსჯელა.
“პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სირიაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე”, – აღნიშნა პესკოვმა.
როგორც “რია ნოვოსტი” წერს, პუტინის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა საუბარი ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკურ მომავალზე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
179 ნახვა