IBRD ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს

დღეს, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას.

„ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის” ფარგლებში მსოფლიო ბანკი ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის დასაფინანსებლად 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, ასევე 40 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის“.

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

მსგავსი სიახლეები
64 ნახვა