უკრაინის პროკურატურაში დავით საყვარელიძეზე საქმე აღიძრა

ამის შესახებ უკრაინის გენარალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის იმ ბრძანებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც დავით საყვარელიძე ოდესის პროკურორის მოადგილეობიდან გაათავისუფლა.

“პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევისთვის, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობების არასათანადოს და არაჯეროვნად შესრულების გამო, დავით საყვარელიძე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების გამო მის მიმართ აღიძრას დისციპლინური პასუხსიმგებლობის საქმე” – ნათქვამია ვიქტორ შოკინის ბრძანებაში.

დეპუტატებს და გენერალურ პროკურატურას დავით საყვარელიძის გათავისუფლების მოთხოვნით ცალ-ცალკე მიმართა როგორც სამხედრო პროკურატურამ, ასევე რეგიონულმა პროკურორებმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა 29 მარტს დავით საყვარელიძეს ბრალი დასდო დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საპროკურორო ეთიკის ნორმების დარღვევაში. გარდა ამისა, იგი საყვარელიძეს სამსახურეობრივ გადაცდომაშიც ადანაშაულებს, რის გამოც ის პოსტიდან მოიხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით,  საყვარელიძის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ოლეგ ზუჩენკო შეასრულებს.

აღნიშნულ ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც ადასტურებს.

 

ipress.ge

მსგავსი სიახლეები
269 ნახვა