აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა

აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა. ამერიკული მედიის ცნობით, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია.

აშშ-ის წარმომადგენლები ქალაქ ადანადან და იზმირიდან და მუღლას პროვინციიდან გაჰყავთ. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა ევროპაში განაცხადა, ვაშინგტონის გადაწყვეტილება არ არის მუდმივი და მის მიზანს ამერიკელი დიპლომატებისა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლების ოჯახის წევრების დაცვა წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა ამერიკელი გააფრთხილა თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოგზაურობისგან.

“არ არის კონკრეტული საფრთხე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა იმას, რაც ბოლო პერიოდში რეგიონში მოხდა”, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, პიტერ კუკმა.

ბოლო პერიოდში თურქეთში ქურთმა მებრძოლებმა არაერთი თავდასხმა განახორციელეს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” შესაძლოა, თურქეთში ქრისტიანებისა და ებრაელების წინააღმდეგ ტერაქტები განახორციელოს.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
256 ნახვა