როდის დაიწყება და დასრულდება სწავლა საქართველოს სკოლებში – ცვლილება კანონში

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა. შესაბამისი ცვლილება “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში” სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანებაში შევიდა.

თამარ სანიკიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. იმ შემთხვევაში თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 10 ივნისი ემთხვევა პარასკევს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად 10 ივნისი განისაზღვრა.

ამასთან, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება.

4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლება მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყება 4 მაისს. 4 მაისიდან 25 მაისი ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც ვერ მოახერხა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე დარეგისტრირება.

 

ambebi.ge

მსგავსი სიახლეები
2,488 ნახვა