ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ „ლიბერალის” კორესპონდენტი თსუ-დან იტყობინება, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდონარეობს.

აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. პაპავა პირველი მაისამდე რჩება თანამდედობაზე, მანამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიონ.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.

რექტორის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის წევრების შიმშილობა გუშინ განახლდა.

 

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
370 ნახვა