როგორ მოვახერხებთ თან პარტნიორობას და თან კონკურენტობას?! როგორ და ასე!

„რესპუბლიკური“ პარტია და „ქართული ოცნების“ პარტია დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

„ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ისევე როგორც აქამდე გვქონდა. პარლამენტში რაზეც შევჯერდებით წინასწარ უმრავლესობასთან გვექნება ერთიანი პოზიციები. აი ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლიანი არჩევნებით დასრულდება. ჩვენ კვირას მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა განცხადება დღეს გაკეთდა, რათა ჩაგვეტარებინა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხებენ პარტნიორობასა და კონკურენტობას ერთად.

“დღეს ბევრი სვამს კითხვას როგორ უნდა მოვახერხოთ მე და ბატონმა გიორგიმ, ან რესპუბლიკელებმა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა, როგორ და ასე”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

ipress.ge

მსგავსი სიახლეები
62 ნახვა