ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელებისთვის შესვლისა და გასვლის წესები იცვლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან უცხოელებისთვის შესვლისა და გასვლის წესები იცვლება. ე.წ. ვიზის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა დღეიდან მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ. როგორც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აცხადებენ, ეს სიახლე საიმიგრაციო კონტროლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარდა ე.წ. კანონისა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესებს ადგენს, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება “კანონმდებლობა” უცხოელი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობას ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ტუვალუმ და ვანუატუმაც, თუმცა შემდეგ აღიარება უკან წაიღეს.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
80 ნახვა