ინტენსიური ბრძოლა მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. საზღვარზე გუშინ ღამით ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სომხური და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კონფლიქტის ზონაში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

 

მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აკისრებს.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან თავდასხმის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალები თავდაცვით ზომებს მიმართავენ.

 

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი რომ ბოლო ერთი დღის მანძილზე სომხეთის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 127-ჯერ დაარღვიეს. ასევე მათი მტკიცებით, დასახლებულ რაიონში სარაკეტო იერიშსს 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რასაც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში არ ადასტურებენ.

 

დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

 

შექმნილ ვითარებას ვენაში მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე ეუთოს მინსკის ჯგუფიც განიხილავს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
300 ნახვა