ე.წ. სამხრეთ ოსეთის “წარმომადგენლობა” იტალიაში დიპლომატიური სტატუსით ვერ ისარგებლებს

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომში ე.წ სამხრეთ ოსეთის “ოფიციალური წარმომადგენლობის” გახსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადება უწყების ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“გავიგეთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითაღიარებული წარმომადგენლობის ოფისი მალე რომში გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები და გაერო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის ნაწილიცაა სამხრეთ ოსეთი და “ჟენევის მოლაპარაკებების” ფორმატში მოლაპარაკებების მცდელობებს საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის დიალოგის კონსოლიდაციას”, – წერია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის არც “წარმომადგენლობა” და არც მისი ხელმძღვანელი დიპლომატიური სტატუსით ვერ ისარგებლებს იტალიაში.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
119 ნახვა