მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებს ცალმხრივად წყვეტენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთს არ სურს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში კი ალიევის განცხადებას “საინფორმაციო ხაფანგი” უწოდეს. ამას გარდა, სომხური მხარის ცნობით, მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში, ორშაბათს დილით, აზერბაიჯანული მხარის კიდევ სამი ტანკი გაანადგურეს. მათივე განცხადებით, ამ დრომდე აზერბაიჯანული მხარის 17 ტანკის, ორი სამხედრო ვერტმფრენისა და დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტიორების განადგურება მოხერხდა.

რაც შეეხება მსხვერპლს, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 18 სომეხი და 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.

 

ipn.ge

მსგავსი სიახლეები
82 ნახვა